• Geo
  • Eng
11.09.2013
13 სექტემბერი დინამოს ისტორიაში

ეროვნული ჩემპიონატის V ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი 13 სექტემბერს საკუთარ მოედანზე, ზუგდიდის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავს. დინამოელებს 13 სექტემბერს 12 ოფიციალური მატჩი ( 1 ეროვნულ ჩემპიონატში, 3 ევროასპარეზზე, 8 სსრკ პირველობაზე ) აქვთ გამართული, საიდანაც ჩვენმა გუნდმა 6 შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა, 3 მატჩი საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა, 3 თამაში კი მეტოქემ მოიგო.

 

13 სექტემბერს ეროვნულ ჩემპიონატში დინამოს ერთადერთი მატჩი აქვთ გამართული. 2009 წელს ჩვენმა გუნდმა რუსთავის ოლიმპს უმასპინძლა და მეტოქეს დიდი ანგარიშით – 4:0 მოუგო. რუსთაველთა კარში ორი გოლი გაიტანა ალექსანდრე კოშკაძემ, თითო გატანილი ბურთით გამოირჩნენ დავით დიღმელაშვილი და გურამ კაშია.

 

13 სექტემბერს ევროპულ ასპარეზზე ჩვენმა გუნდმა პირველად 1972 წელს ითამაშა. უეფას თასის გათამაშების 1/32 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში დინამომ ჰოლანდიურ კლუბს, ენსხედეს ტვენტეს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით – 3:2 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში დუბლი შეასრულა გივი ნოდიამ, ერთი გოლი კი დავით ყიფიანის ანგარიშზეა.

 

1978 წლის 13 სექტემბერს დინამომ უეფას თასის 1/32 ეტაპის პირველი მატჩი შინ, იტალიური ნაპოლის წინააღმდეგ გამართა. ჩვენმა ფეხბურთელებმა ნეაპოლელებს 2:0 მოუგეს. მეტოქის კარი დავით ყიფიანმა და რამაზ შენგელიამ დალაშქრეს.

 

1994 წლის 13 სექტემბერს ჩვენმა გუნდმა უეფას თაისის II ეტაპის პირველ შეხვედრა ავსტრიული ტიროლ ინსბრუკის წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართა და მეტოქეს მინიმალური ანგარიშით – 1:0 სძლია. გამარჯვების გოლი რევაზ არველაძემ თერტმეტმეტრიანის ნისნულიდან გაიტანა.

 

სსრკ პირველობაზე დინამომ 13 სექტემბერს პირველად 1948 წელს იასპარეზა. ჩვენი ფეხბურთელები კიევში აგილობრივ თანაკლუბელთა წინააღმდეგ – 1:3 დამარცხდნენ. თბილისელთაგან გოლი გიორგი აროშიძემ გაიტანა.

 

1949 წლის 13 სექტემბერს ჩვენმა კლუბმა კიევის დინამოს უმასპინძლა და მეტოქეს ხუთბურთიანი სხვაობით – 6:1 სძლია. კიეველ თანაკლუბელთა კარში 3 გოლი ანდრო ზაზროევმა გაიტანა, 2 გოლი რევაზ მახარაძემ შეაგდო, ერთი გოლი კი მიხელ ჯოჯუამ გაიტანა.

 

1960 წლის 13 სექტემბერს დინამო სტუმრად მოსკოვის სპარტაკს დაუპირისპირდა. მატჩი საყაიმო ანგარიშით – 2:2 დასრულდა. მოსკოველთა კარში გოლები ბასა ღოღობერიძემ და ვლადიმერ ბარქაიამ გაიტანეს.

 

1962 წლის 13 სექტემბერს თბილისელი ფეხბურთელები ხარკოვს სტუმრობდნენ. დინამოელებმა მეტოქეს მინიმალური სხვაობით – 2:1 სძლიეს. უკრაინელთა კარში გოლები ვლადიმერ ბარქაიამ და ზაურ კალოევმა გაიტანეს.

 

1966 წლის 13 სექტემბერს თბილისში ერთმანეთს დინამო და ოდესის სკა დაუპირისპირდნენ. მატჩი საყაიმო ანგარიშით, გატანილი გოლების გარეშე – 0:0 დასრულდა.

 

1968 წლის 13 სექტემბერს ჩენმა გუნდმა გასვლითი მატჩი დონეცკში გამართა. თბილისელი ფეხბურთელები ადგილობრივი შახტარის წინააღმდეგ მინიმალური ანგარიშით – 0:1 დამარცხდნენ.

 

1970 წლის 13 სექტემბერს დინამოელებმა გასვლითი მატჩი მინსკელი თანაკლუბებელის წინააღმდეგ გამართეს. შეხვედრა ფრედ – 1:1 დასრულდა. აღნიშნულ დაპირისპირებაში ბელორუსთა კარში გოლი გივი ნოდიამ გაიტანა.

 

სსრკ პირველობაზე 13 სექტემბერს ჩვენმა გუნდმა უკანასკნელად 1980 წელს იასპარეზა. დინამომ ბაქოს ნაფთჩის უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით – 1:2 წააგო. თბილისელთაგან გატანილი გოლით რამაზ შენგელია გამოირჩა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024