• Geo
  • Eng
08.09.2013
ბერნარდ დესუმერი დინამოს სტუმრობდა

საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგი მატჩი 6 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართა. ფრანგები თბილისს 4 სექტემბერს ეწვიენ და თბილისის დროით 20:30 საათზე დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დახურული ვარჯიში ჩაატარეს. მომდევნო დღეს მატჩისწინა ვარჯიში მამლებმა დინამო არენაზე გამართეს. ბელორუსთა წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისთვის მზადება ფრანგებმა თბილისში განაგრძეს და დიდიe დეშამმა გუნდი 7–8 სექტემბერს კვლავ ჩვენი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე ავარჯიშა. სტუმართა დელეგაციას საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ნოელ ლე გრაეტი ხელმძRვანელობდა. დღეს, 8 სექტემბერს, ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა, ბატონმა რომან ფიფია ფრანგ სტუმრებს დიღმის საწვრთნელი ბაზის შემდეგ დინამოს ვიტალი დარასელიას სახელობის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიაში უმასპინძლა. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტმა, ბერნარდ დესუმერმა კომენტარი გააკეთა.

 

ბერნარდ დესუმერი – საქართველოში ჩამოსულებს სურპრიზი დაგხვდა. რაც ჩვენ ვნახეთ, ყველაფერი უმაღლეს ხარისხით არის გაკეთებული. ძალიან ბევრი ფრანგული კლუბიც კი იოცნებებდა ასეთ პირობებზე, როგორიც თბილისის დინამოს აქვს. განსაკუთრებით მინდა გამოვყო მოედნებზე მინდვრის ხარისხი. დინამოში ყველა დეტალი არის გათვლილი რათა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა კიდევ უფრო განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები. აქაური პირობებით ახალგაზრდები კიდევ უფრო მოტივირებულები მიუდგებიან საკუთარ საქმეს. დინამოს აკადემიაში ჩამოყალიბდებიან კარგი ფეხბურთელები. ვფიქრო, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ მომავლისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა და ძალიან კარგი სამუშაო გააკეთა. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის დინამო ძალიან მოკლე დროში ბევრად უფრო ძლიერი გუნდი იქნება არამარტო ეროვნულ ასპარეზზე, არამედ საერთაშორისო სარბიელზე.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024