• Geo
  • Eng
07.09.2013
დინამოელები ეროვნულ ნაკრებში

დღეს, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ციკლის მორიგი მატჩი გამართა. ჯვაროსნებმა  საფრანგეთის ნაციონალურ გუნდს უმასპინძლეს. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა. ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების კარს 90 წუთის განმავლობაში დამაჯერებლად იცავდა დინამოელთა კაპიტანი, გიორგი ლორია, რომელსაც მატჩის მსვლელობისას არაერთხელ მოუწია რთული ბურთის მოგერიება. დინამოდან ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ელგუჯა გრიგალაშვილი თამაშში 60–ე წუთზე ჩაერთო, ხოლო კიდევ ერთ დინამოელს – ირაკლი ძარიას დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024