• Geo
  • Eng
02.09.2013
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ქობულეთში გამართული შეხვედრის შემდეგ გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე წარდგნენ დავით მახარაძე და დუშან უჰრინი.

დუშან უჰრინი: ოპონენტს ვულოცავ გამარჯვებას. ჩემ გუნდს რაც შეეხება დასაწყისში 4 კარგი საგოლე მომენტი შევქმენით, თუმცა მეტოქის კარის აღება ვერ მოვახერხეთ. თამაში ისე წარიმართა, მეტოქემ გაგვიტანა, ჩვენ ჩვენი მხრიდან ვცადეთ გოლის გატანა, თუმცა მალევე მეორე ბურთიც გავუშვით და კიდევ უფრო გაგვირთულდა მდგომარეობა.

დავით მახარაძე: კარგი თამაში იყო. მოგებას ნამდვილად არ ვგეგმავდით, ქულაც დამაკმაყოფილებელი იქნებოდა ჩვენთვის. მნიშვნელოვანი ქულები ავიღეთ. დინამო გადახალისებული შემადგენლობით იყო ჩამოსული, მჭიდრო კალენდრიდან გამომდინარე მეტოქე ცოტა გადაღლილიც მომეჩვენა.

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024