• Geo
  • Eng
31.08.2013
გურია VS დინამო – ურთიერთშეხვედრები

2 სექტემბერს დინამო თბილისი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრას ქობულეთში გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე ლანჩხუთის გურია იქნება. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების ტექსტური რეპორტაჟის ხილვა ჩვენი კლუბის ოფიციალურ ვებ–გვერდზე იქნება შესაძლებელი.

 

დინამოელებს ეროვნულ ასპარეზზე ლანჩხუთელთა წინააღმდეგ 21 მატჩი აქვთ გამართული. ურთიერთშეხვედრებში დინამოელები კოლოსალურ უპირატესობას ფლობენ – 17 მოგება, 3 ფრე და 1 მარცხი. ბურთების შეფარდება 66:11 ჩვენი გუნდის სასარგებლოდაა. დედაქალაქელებმა გურია ექვსბურთიანი სხვაობით ოთხჯერ დაამარცხეს. ჩვენმა გუნდმა სამჯერ 6:0 მოუგო, 1999 წლის 15 მაისს, ეროვნული ჩემპიონატის მეათე გათამაშების XXVII ტურის შეხვედრაში კი მეტოქე 7:1 დაამარცხეს. აღნიშნულ დაპირისპირებაში სამი ბურთი აშვეთიამ გაიტანა, თოთო გოლი კი ჯინჭარაძის, კიკნაძის, ალექსიძის და ჩომახიძის ანგარიშზეა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024