• Geo
  • Eng
30.08.2013
დუშან უჰრინის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ლონდონში გამართული მატჩის შემდეგ, დუშან უჰრინის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია შედგა.

დუშან უჰრინი – დღეს ტოტენჰემმა განსხვავებული სასტარტო შემადგენლობით ითამაშა, ვიდრე პირველი მატჩი, რომელიც თბილისში გაიმართა. ჩვენ ვეცადეთ, რომ თბილისური მატჩისგან განსხავებით, დღეს უკეთესად გვეთამაშა. პირველ გაშვებულ გოლამდე მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობას ვუწევდით, თუმცა ტაიმის მიწურულს ორი გოლი გავუშვით. სამწუხაროდ დღევანდელ შეხვედრაშიც დავმარცხდით –  ტოტენჰემს კი ევროპის ლიგაზე წარმატებულ გამოსვლას ვუსურვებ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024