• Geo
  • Eng
25.08.2013
მეორე გუნდის მორიგი გამარჯვება

დინამო-2 განაგრძობს მზადებას ახალი სეზონის დასაწყებათ. დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე ჩვენმა მეორე გუნდმა მორინგი სპარინგ მატჩი გამართა. თბილისელთა მეტოქე გორის დილას მეორე გუნდი გახლდათ. მატჩი საინტერესოდ წარიმართა და თბილისელთა გამარჯვებით 5:1 დასრულდა.
ვასილ მაისურაძის შეგირდებმა პირველი გოლი მე-5 წუთზე გაიტანეს. თავი ბუბა რუხაზემ გამოიჩინა. პირველი ტაიმის 30- ე წუთზე ნიკა დიასამიძემაც შეძლო გოლის გატამა.

მატჩის მეორე ნახევარში დინამოელებმა კიდევ სამჯერ აიღეს მეტოქის კარი. 55- ე წუთზე გაგა მურცხვალაძემ გაიტანა თავისი გოლი. 15 წუთის შემდეგ თენგო მაკასარაშვილმა გამოიჩინა თავი. შეხვედრის ბოლო წუთზე კი შოთა გვაზავამ დააფიქსირა საბოლოო ანგარიში. 5:1 დინამოს სასარგებლოდ.
 
დინამო-2 5:1 დილა-2

გოლები: რუხაძე 5' დიასამიძე 30' მურცხვალაძე 55' მაკასარაშვილი 70' გვაზავა 90'

გაფრთხილება: მახარობლიძე 22'

დინამო-2: ტყეშელაშვილი, კაკაბაძე, ბაჩიაშვილი, თევზაძე, შერგელაშვილი,მახარობლიძე, სარიშვილი, ლობჟანიძე, დიასამიძე, რუხაძე, ზივზივაძე

მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოვიდნენ: მარაქველიძე, ოთარაშვილი, გვაზავა, მურცხვალაძე, მუმლაძე, ჯიშკარიანი, მაკასარაშვილი, მათიაშვილი, ხაინდრავა

პირველი ლიგის პირველ შეხვედრას ჩვენი მეორე გუნდი 31 აგვისტოს გაგრას წინააღმდეგ ჩაატარებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024