• Geo
  • Eng
21.08.2013
დინამო VS ტოტენჰემი – მატჩამდე

22 აგვისტოს, 20:00 საათზე დინამო თბილისი უეფას ევროპის ლიგის ფლეი–ოფის პირველ შეხვედრას ტოტენჰემ ჰოთსპურის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი შემოგთავაზებთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

 

საფეხბურთო კლუბი ტოტენჰემ ჰოთსპური ლონდონში, რომელსაც ხშირად დეზების სახელით მოიხსენიებენ 1882 წელს დაარსდა. გუნდი საშინაო შეხვედრებს ვაით ჰართ ლეინზე მართავს, რომელიც 36 310 მაყურებელს იტევს. ტოტენჰემის საკლუბო ფერები ძირითადად თეთრ და იასამნისფერ ფერებში არის გადაწვეტილი. დეზებმა თავისი პირველი ტიტული 1901 წელს მოიპოვეს, გუნდმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში შეფილდ იუნაიტედის წინააღმდეგ ითამშა. პირველი მატჩი ფრედ – 2:2 დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა კი ტოტენჰემის გამარჯვებით – 3:1 დასრულდა. მას შემდეგ ტოტენჰემმა ასოციაციის თასი კიდევ 7–ჯერ მოიგო, უკანასკნელად 1991 წელს. ტოტენჰემმა ინგლისის ლიგის თასზე 4–ჯერ იმარჯვა, 7–ჯერ მოიგო ინგლისის სუპერთასი. ევროსარბიელზე თავისი პირველი ტიტული 1963 წელს მოიპოვა, გუნდმა უეფას თასების მფლობელთა თასის გათამაშებაზე იმარჯვა, 1972 და 1984 წლებში დეზებმა უეფას თასის გათამაშებაზე იმარჯვეს. ჩვენ მომავალ მეტოქეს 1971 წელს ანგლო–იტალიური ლიგის თასი აქვს მოგებული.

 

 

მწვრთნელი და ტოტენჰემი

 

ტოტენჰემ ჰოთსპურის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2012 წლის ივლისიდან წარმატებული პორტუგალიელი სპეციალისტი – ანდრე ვილაშ–ბოაში არის, რომელმაც 2010/2011 წლების სეზონში პორტუში მუშაობისას ყველა ის გათამაშება მოიგო, რომელშიც მისი გუნდი მონაწილეობდა. 2012/2013 წლების სეზონში მისმა გაწვრთნილმა ტოტენჰემმა მეხუთე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის ფლეი–ოფში გასულ ლონდონის არსენალს მხოლოდ ქულით ჩამორჩა, გუნდის საუკეთესო გოლეადორმა – გარეტ ბეილმა კი პრემიერლიგის ბომბარდირთა შორის მესამე პოზიცია დაიკავა. პორტუგალიელი სპეციალისტის გაწვრთნილმა გუნდმა გასულ სეზონში უეფას ევროპის ლიგის მეოთხედფინალში ბაზელის წინააღმდეგ შინ და გარეთ 2:2 ითამაშეს და ტურნირს პენალტების სერიაში გამოეთიშნენ.

 

 

დინამომდე...

 

ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ჩვენმა მომავალმა მეტოქემ 8 შეხვედრა ჩაატარა. დეზებმა 2 მატჩი მოგებით დაასრულეს (სამხრეთ ჩინეთი 0:6 ტოტენჰემი, კემბრიჯ სიტი 0:5 ტოტენჰემი), 3 შეხვედრაში ფრედ ითამაშეს (სვინდონ თაუნი 1:1 ტოტენჰემი, კოლჩესტერი 0:0 ტოტენჰემი, ტოტენჰემი 1:1 ესპანიოლი), 3 მატჩი კი წააგეს (ტოტენჰემი 1:3 სანდერლენდი, მილტონ კეინ დონსი 1:0 ტოტენჰემი, მონაკო 5:2 ტოტენჰემი). მიმდინარე სეზონის პირველი ოფიციალური შეხვედრა ტოტენჰემმა სტუმრად, კრისტალ პალასის წინააღმდეგ გამართა. პრემიერლიგის პირველი ტურის შეხვედრა დეზებმა მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგეს, გოლი გუნდის ახალწვეულმა, ესპანელმა რობერტო სოლდადომ თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა.

 

 

2013/2014 წლების სეზონის დწყებამდე ტოტენჰემმა სერიოზული შევსება მიიღო. დეზებში სატამაშოდ დაბრუნდა დენი როუზი, რომელმაც წინა სეზონი სანდრლენდში გაატარა. ტოტენჰემში ითამაშებს ეზეკილ ფრაიერი, რომელიც გასულ სეზონში ბელგიური ლიეჟის სტანდარტის შემდგენლობაში ასპარეზობდა. ბრაზილიური კორინთიასიდან ლონდონში სათამაშოდ გადაბარგდა პულინიოც, რომელიც ბრაზილიის ნაკრებთან ერთად კონფედერაციის თასის 2013 წლის ტრიუმფატორი გახდა. ტოტენჰემმა ფრანგული ტულიზადან ეტიენ კაპუე შეიძინა, რომელიც ამპლუით ნახევარმცველი გახლავთ. პრემიერლიგური კლუბის ღირსებას დაიცავს ნასერ ჩადლიც, რომელიც უკანასკნელად ჰოლანდიურ ტვენტეში გამოდიოდა. თავდასხმის ხაზის გაძლიერების მიზნით ტოტენჰემმა ვალენსიას ფორვარდი – რობერტო სოლდადო შეიძინა.

 

 

დინამო VS ტოტენჰემი

 

დინამოსა და ტოტენჰემის დაპირისპირების ისტორია სათავეს 1960 წლის 15 ნოემბრიდან იღებს. დეზების წინააღმდეგ გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ჩვენი გუნდი 2:5 დამარცხდა. მეტოქის კარში გოლები თენგიზ მელაშვილმა და ვლადიმერ ბარქაია გაიტანეს.

დინამოსა და ტოტენჰემის გზები 13 წლის შემდეგ უეფას თასის 1973–74 წლების სეზონის გათამაშების მესამე ეტაპზე გადაიკვეთა. პირველი შეხვედრა 1973 წლის 28 ნოემბერს თბილისში გაიმართა. დინამომ და ტოტენჰემმა შეხვედრა ფრედ – 1:1 დაასრულეს. დეზების კარში გოლი კახი ასათაინმა გაიტანა. საპასუხო მატჩი კი ლონდონში 12 დეკემბერს შედგა და ჩვენი გუნდი 1:5 დამარცხდა. დინამოელთაგან ერთადერთი გატანილი გოლი ზორბეგ ებრალიძის ანგარიშზეა.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

 

ხვალინდელ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო დინამოელი ლევან ხმალაძე გამოტოვებს, რომელსაც ბუქარესტში სტიაუასთან შეხვედრაში მიღებული ყვითელი ბარათის შემდეგ სამი გაფრთხილება დაუგროვდა.

 

დინამო VS ტოტენჰემი – მსაჯი

 

უეფას ევროპა ლიგის ფლეი–ოფის პირველ მატჩს, რომელიც დინამო არენაზე დინამო თბილისსა და ტოტენჰემ ჰოთპურს შორის გაიმართება, პოლ ვან ბოკელი განსჯის. რომელსაც დ. გოსენსი დაბ. ვან დონგენი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი კი პ. იანსენი იქნება.

 

სავარაუდო შემადგენლობა

 

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ტოტენჰემ ჰოთსპურის სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

ფრიდელი – კაბული, დაუსონი, ვოლკერი, ნოტონი – პაულინიო, დემბელე, კაპუე, ტაუნსენდი – სოლდადო, ჩადლი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024