• Geo
  • Eng
20.08.2013
დინამო ტოტენჰემისა და ინგლისური კლუბების წინააღმდეგ

დინამო თბილისი, ევროპის ლიგის ფლეი–ოფში ინგლისურ ტოტენჰემ ჰოთსპურს დაუპირისპირდება, რომლის წინააღმდეგაც ჩვენს გუნდს აქამდე 3 მატჩი აქვს გამართული. განვლილი წლების მანძილზე ჩვენი გუნდი ინგლისურ კლუბებს 15 შეხვედრაში დაუპირისპირდა – 4 მატჩი დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა, 2 მატჩი საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა, 9 შეხვედრაში კი გამარჯვება მეტოქეს დარჩა.

 

დინამო თბილისი ინგლისურ კლუბს პირველად 1957 წელს დაუპირისპირდა. თბილისელი ფეხურთელები ლონდონურ ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან მშრალი ანგარიშით – 0:3 დამარცხდნენ.

 

1960 წელს დინამო ინგლისურ შეფილდ უენსდეის ზედიზედ ორჯერ დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა თბილისში 28 მაისს გაიმართა და ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვებით – 1:0 დასრულდა. მეტოქის კარში გოლი მიხეილ მესხმა გაიტანა. მეორე მატჩი კი 7 ნოემბერს შეფილდში შედგა და დინამო – 0:5 დამარცხდა.

 

 

1960 წლის 10 ნოემბერს ქართველი ფეხბურთელები ამხანაგურ შეხვედრაში ვულვერჰემპტონს დაუპირისპირდნენ, უხვგოლიანი შეხვედრა ფრედ – 5:5 დასრულდა. თბილისელთაგან დუბლი შეასრულეს ბასა ღოღობერიძემ და მიხეილ მესხმა, ერთი გოლი კი ზაურ კალოევმა შეაგდო.

 

1961 წლის 15 მაისს თბილისს ბირმინგემის ანსტონ ვილა ესტუმრა. ამხანაგურ შეხვედრაში დინამოელებმა მეტოქე 2:0 დაამარცხეს, ზაურ კალოევმა დუბლი შეასრულა.

 

1977 წლის 13 აგვისტოს ალიკანტეში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში დინამო ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან – 0:1 დამარცხდა.

 

უეფას ჩემპიონთა თასის 1979–80 წლების სეზონის გათამაშების პირველ ეტაპზე დინამო თბილისი ინგლისურ ლივერპულს დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა ჩვენმა გუნდმა გასვლაზე 1:2 წააგო, მეტოქის კარში გოლი ალექსნადრე ჩივაძემ გაიტანა. საპასუხო შეხვედრა თბილისში 3 ოქტომბერს გაიმართა და ჩვენმა გუნდმა დიდი ანგარიშით – 3:0 იმარჯვა. მეტოქის კარი თითოჯერ ვლადიმერ გუცაევმა, რამაზ შენგელიამ და ალექსანდრე ჩივაძემ აიღეს.

 

ტრიუმფით დასრულებული უეფას თასების მფლობელთა თასის 1980–81 წლების სეზონის გათამაშების მეოთხედფინალში დინამო ინგლისურ ვესტ ჰემ იუნიტედს დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა 1981 წლის 4 მარტს დინამომ სტუმრად, ლონდონში 4:1 მოიგო, სადაც დუბლი შეასრულა რამაზ შენგელიამ, თითო გოლი კი ალექსანდრე ჩივაძემ და ვლადიმერ გუცაევმა გაიტანეს. საპასუხო მატჩი კი თბილისში 18 მარტს შედგა, ინგლისელებმა 1:0 მოიგეს.

1989 წელს გამართულ ამხანაგურ მატჩი თბილისელი ფეხბურთელები ოლდჰემთან – 0:1 დამარცხდნენ.

 

ინგლისური კლუბის წინააღმდეგ დინამოელებმა უკანასკნელად 2004 წელს ითამაშეს. უეფას ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი გუნდი ნიუკასლ იუნაიტედს დაუპირისპირდა და გასვლით შეხვედრაში 0:2 წააგო.

 

 

დინამოსა და ტოტენჰემის დაპირისპირების ისტორია სათავეს 1960 წლის 15 ნოემბრიდან იღებს. დეზების წინააღმდეგ გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ჩვენი გუნდი 2:5 დამარცხდა. მეტოქის კარში გოლები თენგიზ მელაშვილმა და ვლადიმერ ბარქაია გაიტანეს.

 

დინამოსა და ტოტენჰემის გზები 13 წლის შემდეგ უეფას თასის 1973–74 წლების სეზონის გათამაშების მესამე ეტაპზე გადაიკვეთა. პირველი შეხვედრა 1973 წლის 28 ნოემბერს თბილისში გაიმართა. დინამომ და ტოტენჰემმა შეხვედრა ფრედ – 1:1 დაასრულეს. დეზების კარში გოლი კახი ასათაინმა გაიტანა. საპასუხო მატჩი კი ლონდონში 12 დეკემბერს შედგა და ჩვენი გუნდი 1:5 დამარცხდა. დინამოელთაგან ერთადერთი გატანილი გოლი ზორბეგ ებრალიძის ანგარიშზეა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024