• Geo
  • Eng
20.08.2013
22 აგვისტო დინამოს ისტორიაში

22 აგვისტოს დინამო თბილისი უეფას ევროპის ლიგის ფლეი–ოფის პირველ შეხვედრას ტოტენჰემ ჰოთსპურის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი დინამო არენაზე 20:00 საათზე დაიწყება.

22 აგვისტოს დინამო თბილისს 11 შეხვედრა (2 ეროვნულ ჩემპიონატში, 1 უეფას თასზე, 8 სსრკ პირველობაზე) აქვს  გამართული, საიდანაც ჩვენმა გუნდმა 4 შეხვედრა მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, 3 შემთხვევაში კი დამარცხდა. ბურთების შეფარდება თანაბარია – 17:17–ზე.

 

22 აგვისტოს დინამომ პირველი ოფიციალური მატჩი 1949 წელს სტუმრად, კუბიშევის კრილია სოეტოვთან გამართა და ფრედ – 2:2 ითამაშა. დინამოელთაგან გოლები ანდრო ზაზროევმა და გიორგი არეშიძემ გაიტანეს.

1952 წლის 22 აგვისტოს დინამოელებმა ნეიტრალურ სტადიონზე ტალინოს (დონეცკის) შახტარის წინააღმდეგ ითამაშეს. მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა. შახტარის კარში გატანილი გოლი რევაზ მახარაძის ანგარიშზეა.

 

1954 წლის 22 აგვისტოს დინამომ კვლავ გასვლითი მატჩი ჩაატარა. ამჯერად თბილისური გუნდი მოსკოვს სტუმრობდ, სადაც ჩვენი გუნდი ადგილობრივ ლოკომოტივთან ანგარიშით 1:6 დამარცხდა. მეტოქის კარში გოლი კონსტანტინე გაგნიძემ გაიტანა.

 

1962 წლის 22 აგვისტოს დინამომ სტუმრად, ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ ითამაშა და მეტოქე ორბურთიანი სხვაობით – 3:1 დაამარცხა. ქუთაისური გუნდის კარი თენგიზ მელაშვილმა, ზაურ კალოევმა და ჯემალ ზეინკლიშვილმა დალაშქრეს.

 

1963 წლის 22 აგვისტოს დინამომ დონეცკის შახტარს უმასპინძლა. დაპირისპირება ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 2:1 დასრულდა. სლავა მეტრეველმა და გივი ჩოხელმა გაიტანეს.

 

1968 წლის 22 აგვისტოს დინამომ ერევნის არარატს თბილისში 5:3 მოუგო. გივი ნოდიამ დუბლი შეასრულა, თითო გოლი სლავა მეტრეველმა, კახი ასათიანმა და მიხეილ მესხმა გაიტანეს

 

1969 წლის 22 აგვისტოს ჩვენი გუნდი ვოროშილოგრადის (ლუგანსკის) ზარიას სტუმრად დაუპირისპირდა და 2:0 იმარჯვა. აღნიშნულ მატჩში დუბლი შეასრულა გივი ნოდიამ.

 

1976 წლის 22 აგვისტოს თბილისში გამართული დინამო და ერევნის არარატი საყაიმო ანგარიშით – 1:1 დასრულდა. მეტოქის კარში გოლი ვახტანგ ქორიძემ გაიტანა.

ევროასპარეზზე ჩვენმა გუნდმა 22 აგვისტოს პირველად 1995 წელს ითამაშა. დინამომ თბილისში ბოტევს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით – 0:1 დამარცხდა.

 

ეროვნულ ასპარეზზე დინამომ 22 აგვისტოს პირველად 2009 წელს ითამაშეს. ჩვენმა გუნდმა შინ, ვიტ ჯორჯიას წინააღმდეგ გამართა. მატჩი ფრედ, გატანილი გოლების გარეშე – 0:0 დასრულდა.

 

2010 წლის 22 აგვისტოს ჩვენმა გუნდმა გასვლითი მატჩი რუსთავში, ადგილობრივი ოლიმპის წინააღმდეგ ჩაატარა და მინიმალური ანგარიშით – 0:1 დამარცხდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024