• Geo
  • Eng
20.08.2013
დინამო VS ტოტენჰემს პოლ ვან ბოკელი განსჯის

უეფას ევროპა ლიგის ფლეი–ოფის პირველ მატჩს, რომელიც დინამო არენაზე დინამო თბილისსა და ტოტენჰემ ჰოთპურს შორის გაიმართება, პოლ ვან ბოკელი განსჯის. დინამო – ტოტენჰემის შეხვედრას ჰოლანდიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

 

მთ. არბიტრი: პ. ვან ბოკელი

ასისტენტები: დ. გოსენსი, ბ. ვან დონგენი

მეოთხე მსაჯი: პ. იანსენი

მატჩის დელეგატი: ჟოზეფ დე რიკი (ბელგია)

მსაჯთა დამკვირვებელი: ალან ჰამერი (ლუქსემბურგი)

 

აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიელ პოლ ვან ბოკელს ჩვენი გუნდის მონაწილეობით ადრეც უმსაჯია. 2009 წლის 30 ივლისს დინამო თბილისმა შინ, დინამო არენაზე, სერბულ ცრვენა ზვეზდას უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე 2:0 მოუგო, მატჩის ჰოლანდიელმა არბირტმა მოედანზე მყოფი ფეხბურთელებს ოთხი ყვითელი ბარათი (დინამო – 2 / ცრვენა ზვეზდა – 2) უჩვენა.

 

 

პოლ ვან ბოკელი

დაბადების თარიღი: 1975 წლის 19 სექტემბერი

===========================================

 

ჰოლანდია. ერედივიზიონი 77 თამაში / 268 ყვითელი / 25 წითელი / 22 პენალტი

 

ჰოლანდია ერსტედივიზიონი 19 თამაში / 75 ყვითელი / 6 წითელი / 8 პენალტი

 

ჰოლანდიის თასი 11 თამაში / 37 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

 

ჰოლანდიის სუპერთასი 1 თამაში / 6 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

 

ბელგიის პროლიგა 5 თამაში / 22 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

 

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი1 თამაში / 2 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი 

 

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი  

 

ევროპის 21–წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 1 თამაში / 5 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი  

 

ევროპის 19–წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 4 თამაში / 13 ყვითელი / 2 წითელი / 0 პენალტი  

 

უეფა. ჩემპიონთა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი 3 თამაში / 9 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი 

 

უეფა. ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი5 თამაში / 17 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი 

 

უეფა. ევროპა ლიგა. ჯფური ეტაპი6 თამაში / 29 ყვითელი / 0 წითელი / 3 პენალტი 

 

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი3 თამაში / 1 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024