• Geo
  • Eng
20.08.2013
სპორტულ ჟურნალისტთა საყურადღებოდ!

ხუთშაბათს, 22 აგვისტოს 20.00 საათზე დინამო არენაზე გაიმართება უეფას ევროპის ლიგის ფლეი-ოფის პირველი მატჩი დინამო თბილისსა და ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსპურს შორის. მატჩზე აკრედიტაციის მიღების მსურველმა ჟურნალისტებმა გთხოვთ აკრედიტაციის მოთხოვნა, თქვენი რედაქციის სახელით, გადმოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე press@fcdinamo.ge. წინააღმდეგ შემთხვევაში აკრედიტაცია არ გაიცემა. აკრედიტაციის გაცემა იწარმოებს ოთხშაბათს, 21 აგვისტოს, 17.00 საათიდან  20.00 საათამდე  დინამო არენის მედია დარბაზში.

 

მატჩის წინა დღის სავარაუდო გრაფიკი ასეთი გახლავთ:

 

17.45 ტოტენჰემ ჰოთსპურის  პრესკონფერენცია / დინამო არენის მედია დარბაზი /

18.30  ტოტენჰემ ჰოთსპურის  ვარჯიში / დინამო არენა / პირველი 15 წუთის შემდეგ ვარჯიში დაიხურება

19.45 დინამო თბილისის  პრესკონფერენცია / დინამო არენის მედია დარბაზი /

20.00 დინამო თბილისის  ვარჯიში / დინამო არენა / პირველი 15 წუთის შემდეგ ვარჯიში დაიხურება

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024