• Geo
  • Eng
11.08.2013
დავით ხურცილავა – რთული და დაძაბული შეხვედრა გამოდგა

დინამო არენაზე გამართული დინამო 2:1 ზესტაფონის დასრულების შემდეგ, ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდისთვის კომენტარის გაკეთება დავით ხურცილავას ვთხოვეთ, რომელმაც დინამოს მაისურით პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.

 

დავით ხურცილავა – იქიდან გამომდინარე, რომ ევროსარბიელიდან შიდა ჩემპიონატზე გვიწევდა გადმორთვა, ვეცადეთ, რომ ამ მატჩს მაქსიმალურად კონცენტრირებულნი შევხვედროდით. საკმაოდ რთული და დაძაბული შეხვედრა გამოდგა. რაც შეეხება თამაშს, ისე წარიმართა, რომ სახიფათო და საგოლე მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა. საბოლოოდ მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა და ჩემპიონატი მოგებით დავიწყეთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დინამოს ერთგულ გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში გვამხნევებდნენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024