• Geo
  • Eng
11.08.2013
გიორგი მერებაშვილი – 50

უმაღლესი ლიგის საიუბილეო გათამაშების პირველი ტურის შეხვედრა დინამომ საკუთარ მოედანზე გამართა და ზესტაფონის საფეხბურთო კლუბს 2:1 სძლია. დღევანდელ მატჩში გიორგი მერებაშვილმა ანგარიში გახსნა და დინამოს მაისურით ეროვნულ ჩემპიონატში მეტოქეთა კარში გატანილი გოლების რაოდენობა 50–მდე გაზარდა. უმაღლეს ლიგაში გიორგი მერებაშვილმა სადებიუტო გოლი 2006 წლის 29 ივლისს, უმაღლესი ლიგის XVIII გათამაშების პირველ ტურში, ბორჯომთან 3:0 მოგებულ შეხვედრაში გაიტანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024