• Geo
  • Eng
07.08.2013
სტიაუა 1:1 დინამო

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა დინამოელებმა სტუმრად, ბუქარესტში ადგილობრივი სტიაუას წინააღმდეგ გამართეს. დუშან უჰრინის გაწვრთნილმა გუნდმა გასვლითი მატჩი ფრედ – 1:1 დაასრულა. ანგარიში დაპირისპირების მექვსე წუთზე იასმინ ლატოვლევიჩმა გახსნა. ჩვენმა ფეხბურთელებმა ანგარიშში წონასწორობა შეხვედრის 48–ე წუთზე აღადგინეს, კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი დინამოს ესპანელმა ლეგიონერმა, უსტარიცმა თავური დარტყმით მეტოქის კარში გადაგზავნა – 1:1

ორი მატჩის ჯამში ჩვენი გუნდი რუმინულ კლუბთან 1:3 დამარცხდა, თუმცა ამით ევროსეზონი არ დასრულებულა, დინამოელები ასპარეზობას უეფას ევროპის ლიგაზე განაგრძობენ. დინამოელები ევროპის ლიგის ფლეი–ოფის მეტოქეს 9 აგვისტოს, უეფას შტაბ–ბინაში გასამართი წილისყრის შემდეგ შეიტყობენ.

 

სტიაუა 1:1 დინამო

გოლები: 1:0 ლატოვლევიჩი 6’ 1:1 უსტარიცი 48’

სტიაუა: ტეტერუშანუ, შუკალა (გარდოში 46’), ლატოვლევიჩი, კირიკეში, პინტილი (სტანჩუ 46’), ტანესე, გეორგიევსკი, ბოურჩანუ, იანკუ (პრეპელიცა 56’), პიოვაკარი, პოპა

 

დინამო: ლორია, ხმალაძე, კვარაცხელია, სეთურიძე, მერებაშვილი, პაპავა (გოგა 60’), ჩისკო, დვალი (ვუო 68’), უსტარიცი, გრიგალაშვილი, კვირკველია

 

გაფრთხილება: იანკუ, პოპა – ხმალაძე, სეთურიძე, ვუო. გოგა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024