• Geo
  • Eng
04.08.2013
დინამო რუმინეთში ხვალ გაემგზავრება

6 აგვისტოს, დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას ბუქარესტში სტიაუას წინააღმდეგ გამართავს. ბუქარესტში გამგზავრებამდე, დინამო თბილისის ოფიციალური ფან–კლუბის წევრები, გლადიატორები ჩვენი გუნდის ვარჯიშს დაესწრნენ და მეტად პრინციპული შეხვედრის წინ ფეხბურთელები გაამხნევეს.

 

დინამოელთა მთავარი მწვრთნელის, დუშან უჰრინის გადაწყვეტილებით, რუმინეთში შემდეგი 18 ფეხბურთელი გაემგზავრება:

 

 

მეკარეები: გიორგი ლორია, თორნიკე ზარქუა

 

მცველები: გივი კვარაცხელია, უსტარიცი, გიორგი სეთურიძე, დავით კვირკველია, დავით ხურცილავა, გიორგი გველესიანი, დარკო გლიშიჩი

 

ნახევარმცველები: ლევან ხმალაძე, გიორგი პაპავა, ელგუჯა გრიგალაშვილი, ჩისკო, გიორგი მერებაშვილი

 

თავდამსხმელები: ჯაბა დვალი, დორინ გოგა, ვუო, დავით ხოჭოლავა

 


დინამოელები რუმინეთში 5 აგვისტოს ჩარტერული რეისით გაემგზავრებიან და სასტუმრო Athenee Palace Hilton–ში დაბინავდებიან.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024