• Geo
  • Eng
03.08.2013
ავთანდილ ღოღობერიძე - 91

დღეს დინამო თბილისის ლეგენდარული თავდამსხმელის- ავთანდილ (ბასა) ღოღობერიძის დაბადების დღეა. გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი 1922 წელს დაიბადა. 432 ჩატარებულ შეხვედრაში, გაიტანა 160 გოლი (ორივე შედეგი დინამოში დღემდე ითვლება სარეკორდოთ). სსრკ- ს ჩემპიონატის ბომბარდირი 1951 წელს (25 გოლი). გრიგორი ფედოტოვის კლუბის წევრი. საბჭოთა პირველობის ორგზის ვიცე ჩემპიონი (1951, 1953) და ოთხგზის პრიზიორი (1946, 1947, 1950, 1959). ბროლის თასის გათამაშების ორგზის ფინალისტი 1946 და 1960 წლებში. ჰელსინკის და რომის ოლიმპიური თამაშების მონაწილე. ხუთჯერ შედიოდა საუკეთესო 33 ფეხბურთელის სიაში. სსრკ- ს ნაკრებში ჩატარებულ 6 შეხვედრაში გაიტანა ერთი გოლი. 1961 წელს იყო დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი, თუმცა სერიოზული ავტოკატასტროფის შემდეგ იძულებული იყო ჩამოშორებოდა საფეხბურთო მოღვაწეობას. ბასა ღოღობერიძე 1980 წლის 20 ნოემბერს გარდაიცვალა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024