• Geo
  • Eng
01.08.2013
დინამოში ომარ მიგინეიშვილი ჩაირიცხა

დინამო თბილისში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, 29 წლის მეკარე – ომარ მიგინეიშვილი ჩაირიცხა. დღეს ომარ მიგინეიშვილმა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე პირველად ივარჯიშა.

 

ომარ მიგინეიშვილი – ძალიან კმაყოფილი ვარ, პირველი რიგში იმით, რომ გადმოვედი თბილისის დინამოში – იცით საქართველოში ერთ–ერთი საუკეთესო გუნდია და ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, რომ ითამაშოს თბილისის დინამოში. რაც შეეხება ბაზას და პირობებს იდეალურადაა ყველაფერი გაკეთებული და დინამოში გადმოსვლა წინ გადადგმული ნაბიჯია და ვეცდები, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის რომ თანდათან კიდევ უფრო მოვუმატო და ვითამაშო. იცით რომ თბილისის დინამოს ძალიან კარგი, ერთ–ერთი საუკეთესო მეკარე ყავს საქართველოში გიორგი ლორია. მაგრამ მე არ დავაკლებ ჩემსას და რაც იქნება ვნახოთ მერე.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024