• Geo
  • Eng
29.07.2013
30 ივლისი დინამოს ისტორიაში

ხვალ, 30 ივლისს, დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას შინ, დინამო არენაზე, ბუქარესტის სტიაუას წინააღმდეგ გამართავს. 30 ივლისს დინამოს ისტორიაში 3 ოფიციალური შეხვედრა აქვს გამართული.

 

ჩვენმა გუნდმა 30 ივლისს პირველად 1997 წელს, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ ირლანდიის წარმომადგენელს, კრუსაიდერს უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით – 5:1 დაამარცხა. მეტოქის კარში ორ–ორი ბურთი ალექსანდრე იაშვილმა და დავით მუჯირმა გაიტანეს, ერთი გატანილი გოლით გამოირჩა ლევან ხომერიკი.

 

2008 წლის 30 ივლისს დინამომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა სტუმრად, ბერძნული პანათინაიკოსის წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით – 0:3 დამარცხდა.

 

დინამოელებმა 30 ივლისს უკანასკნელად 2009 წელს ითამაშეს. უეფას ევროპის ლიგის გათამაშების მესამე ეტაპის მატჩი ჩვენმა გუნდმა შინ, ბელგრადის ცრვენა ზვეზდას წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. გოლები გიორგი მერებაშვილმა და ლევან ხმალაძემ გაიტანეს.

 

 

1997 წელი. 30 ივლისი.

დინამო თბილისი 5:1 კრუსაიდერსი (ჩრ. ირლანდია)

გოლები: ალ. იაშვილი – 2, მუჯირი – 2, ხომერიკი

 

 

2008 წელი. 30 ივლისი.

პანათინაიკოსი (საბერძნეთი) 3:0 დინამო თბილისი

 

 

2009 წელი. 30 ივლისი.

დინამო თბილისი 2:0 ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)

გოლები: მერებაშვილი, ხმალაძე

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024