• Geo
  • Eng
22.07.2013
ფეხბურთელების კომენტარები

ფარერების კუნძულებზე გამგზავრებამდე, სადაც დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპის საპასუხო შეხვედრას სტრეიმურის წინააღმდეგ ჩაატარებს, დინამოს ფეხბურთელებმა მცირედი კომენტარი გააკეთეს.

ირაკლი ლექვთაძე – ადგილობრივი კლიმატი თავისებურ კორექტივებს შეიტანს. მიუხედავად იმისა, რომ პირველი თამაში დიდი ანგარიშით გვაქვს მოგებული, გვსურს საპასუხო შეხვედრაც გამარჯვებით დავასრულოთ.

 

გიორგი სეთურიძე – ეს თამაშიც ერთ–ერთი საკონტროლოთაგანია. მართალია პირველი თამაში დიდი ანგარიშით მოვიგეთ, თუმცა საპასუხო მატჩის მოგებასაც ვეცდებით, ამხელა გზაზე ტყუილად არ მივდივართ.

 

ლევან ხმალაძე – ოფიციალური თამაშია, თუმცა ეს თამაში მომდევნო შეხვედრისთვის მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე სავარაუდოდ ბუქარესტის სტიაუას წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში. ძლიერი მეტოქეა, თუმცა ბოლომდე ვიბრძოლებთ. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვას ვეცდებით. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გვსურს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024