• Geo
  • Eng
19.07.2013
დუშან უჰრინი- დღევანდელი სტიაუას შესახებ მცირე ინფორმაციას ვფლობ

შვეიცარიაში გამართული კენჭისყრის შემდეგ კომენტარი ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს დუშან უჰრინს ვთხოვეთ.

დუშან უჰრინი - სტრეიმურის ძლევის შემდეგ ჩვენი გუნდის მეტოქე სავარაუდოდ სტიაუა იქნება. მათ შინ დიდი ანგარიშით იმარჯვეს. დღევანდელი სტიაუას შესახებ მცირე ინფორმაციას ვფლობ. განვლილ სეზონში წარმატებით გამოვიდნენ ევროპის ლიგაზე. გუნდში ძირითადად რუმინელი ფეხბურთელები თამაშობენ. რამდენიმე მათგანი - ლატოვლევიჩი, ნიკოლიჩი, ბორჩანუ ჩემთან თამაშობდნენ ტიმოშარაში. სტიაუას პრაქტიკულად ყველა საშიანაო თამაშზე სრული ანშლაგია და იმედი მაქვს დინამო არენას ტრიბუნებიც გაივსება რუმინელებთან შეხვედრის დროს. რუმინეთში მუშაობის პერიოდში არასდროს წამიგია სტიაუასთან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024