• Geo
  • Eng
16.07.2013
დინამო 6:1 ებ/სტრეიმური

დღეს დინამოელებმა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ფარერის კუნძულების ჩემპიონს – ებ/სტრეიმურს უმასპინძლა. დუშან უჰრინის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით – 6:1 დაამარცხა.

 

თამაში ჩვენი ფეხბურთელების შეტევით დაიწყო. დინამოელებმა სახიფათო მომენტები მატჩის დებიუტშივე შექმნეს, თუმცა მეტოქის კარში პირველი გოლი დაპირისპირების 39–ე წუთზე გაიტანეს. საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი უსტარიცმა თავური დარტყმით მეტოქის კარში გადაგზავნა – 1:0. სტუმართა ერთ–ერთი იშვიათი შეტევა 42–ე წუთზე გოლით დასრულდა, საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი დარკო გლიშიჩმა საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში გათანაბრდა – 1:1. დუშან უჰრინის შეგირდებმა ზუსტად ერთ წუთში მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღეს, გატანილი გოლით ჯაბა დვალი გამოირჩა – 2:1 და გუნდები შესვენებაზე გავიდნენ.

 

მეორე ნახევარი დინამოელებმა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყეს... დაპირისპირების 72–ე წუთზე ელგუჯა გრიგალაშვილმა დინამოს მაისურით თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა და დინამო ორი ბურთით დააწინაურა – 3:1. დინამოს ესპანელმა ლეგიონერმა, ჩისკო მუნიოსმა 75–ე წუთზე ანგარიშში სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა – 4:1. ებ/სტრეიმურის კარში მატჩის 77–ე წუთზე გოლი გაიტანა ჩვენი გუნდის ახალწეულმა – პატრიკ ვუომ, რომელიც მოედანზე დაპირისპირების 70–ე წუთზე ჯაბა დვალის ნაცვლად გამოვიდა – 5:1. დინამოს აფრიკელმა ლეგიონერმა თავის სადებიუტო შეხვედაში დუბლი შეასრულა, ვუომ მატჩის საფინალო რეზულტატი 81–ე წუთზე დააფიქსირა – 6:1

 

 

 

დინამო თბილისი 6:1 ებ/სტრეიმური

 

გოლები: 1:0 უსტარიცი 39’

1:1 გლიშიჩი (ავტოგოლი) 42’

2:1 დვალი 43’

3:1 გრიგალაშვილი 72’

4:1 ჩისკო 75’

5:1 ვუო 77’

6:1 ვუო 81’

 

 

დინამო: ლორია, ძარია (გრიგალაშვილი 23’), გლიშიჩი, ხმალაძე, კვარაცხელია, სეთურიძე, მერებაშვილი, ჩისკო (ხოჭოლავა 88’), დვალი (ვუო 70’), უსტარიცი, კვირკველია

 

ებ/სტრეიმური: ტორგარდი, გერტ ჰანსენი, იაკობსენი, ნიელსენი (იოჰანეს ჰანსენი 90’), დურჰუსი, დავიდსენი, ნილს დანიელსენი (ბრაიან ოლსენი 76’) , ლევი ჰანსენი, დამი, არნბიორნ ჰანსენი, ნიკლასენი

 

გაფრთხილება: ხმალაძე, მერებაშვილი – ბრაიან ოლსენი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024