• Geo
  • Eng
13.07.2013
მარცხი სპარინგ შეხვედრაში

დინამო–2 ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. დღეს რამაზ მუმლაძის გაწვრთნილმა გუნდმა მოსამზადებელი ეტაპის პირველი სპარინგი ჩაატარა. დინამოელთა მეტოქე უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი ვიტ ჯორჯია იყო. დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გამართულ სპარინგში ჩვენი გუნდი – 0:5 დამარცხდა.

 

დღევანდელ შეხვედრაში რამაზ მუმლაძის გაწვრთნილმა გუნდმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:

 

ტყეშელაშვილი, მელიქიძე, პაპუნაშვილი (ჯიშკარიანი 46‘), ფოცხვერია (ნიკვაშვილი 65’), შერგელაშვილი (მურუსიძე 80’), დიასამიძე (ჭეჭელაშვილი 46’), სამხარაძე, მახარობლიძე (მაჭავარიანი 46’), რუხაძე (სარიშვილი 65’), რეხვიაშვილი (ლოჟანიძე 65’), მათიაშვილი (მურცხვალაძე 46’)

 

დინამო–2 მომდევნო სპარინგს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე 20 ივლისს სტუ–ს წინააღმდეგ გამართავს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024