• Geo
  • Eng
10.07.2013
დინამო თბილისი 6:1 გაგრა

დღეს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამოელებმა მორიგი სპარინგ მატჩი გამართეს. დუშან უჰრინის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ლიგის ბინადარ გაგრას უმასპინძლა და მეტოქეს ხუთბურთიანი სხვაობით – 6:1 სძლია.

 

დინამოელებმა ანგარიში დაპირისპირების 14–ე წუთზე გახსნეს. დავით ხოჭოლავას გადაცემის შემდეგ მეკარესთან ფაქტობრივად პირისპირ დარჩენილმა ელგუჯა გრიგალაშვილმა მეტოქის კარი აიღო – 1:0. შეხვედრის 19–ე წუთზე ანგარიშში თანაფარდობა ჯონი ჯერემიამ აღადგინა – 1:1. პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.

 

ჩვენმა ფეხბურთელებმა მეორე ნახევარი კიდევ უფრო აქტიურად დაიწყეს. 49–ე წუთზე მეტოქის კარი დავით კვირკველიამ დალაშქრა 2:1. ზუსტად ერთ წუთში დავით ხოჭოლავამ ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა – 3:1. სპარინგ შეხვედრის 55–ე წუთზე მეტოქის კარი ლევან ხმალაძემ აიღო – 4:1. მატჩის 65–ე წუთზე დავით ხოჭოლავამ დუბლი შეასრულა – 5:1. დაპირისპირების საფინალო ანგარიში დავით კვირკველიამ 75–ე წუთზე დააფიქსირა – 6:1.

 

 

დინამო თბილისი 6:1 გაგრა

გოლები: 1:0 გრიგალაშვილი 14'

1:1 ჯერემია 19'

2:1 კვირკველია 49'

3:1 ხოჭოლავა 50'

4:1 ხმალაძე 55'

5:1 ხოჭოლავა 65'

6:1 კვირკველია 75'

დინამო:  ლორია (ზარქუა 46’), ჩისკო (დვალი 46'), ძარია (ხმალაძე 46’), გველესიანი (ლექვთაძე 57’), მერებაშვილი (კვირკველია 46’), ხოჭოლავა (მიქაბერიძე 65’), გლიშიჩი (კაკაბაძე 81’), ხურცილავა (უსტარიცი 57’), გრიგალაშვილი (სეთურიძე 57’), პაპავა (შინდაგორიძე 65’), კვარაცხელია (შაშიაშვილი 46’)

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024