• Geo
  • Eng
10.07.2013
დინამო VS სტრეიმური – ბილეთების ელექტრონული ვერსიის გაყიდვა დაიწყო

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას დინამო თბილისი შინ, დინამო არენაზე გამართავს. თბილისელი ფეხბურთელები ფარერების სტრეიმურს დინამო არენაზე უმასპინძლებენ.

16 ივლისს შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა 3 და 5 ლარად შეგეძლებათ.
 

დღეიდან შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ელექტრონული ვერსიის შეძენა ინტერნეტის მეშვეობით - www.biletebi.ge-ზე შეგეძლებათ.

Biletebi.ge - გაყიდვაშია ყველა ბილეთი გარდა I იარუსის, 4, 5, 6, 7, 8, 10 და მე-17 სექტორებისა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024