დინამოს საფეხბურთო აკადემიის გახსნას კრიშტიანუ რონალდუ, ანდრეი შევჩენკო და კახა კალაძე ესწრებოდნენ
დღეს დინამოს საფეხბურთო აკადემიის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა, რომელიც დინამოს ლეგენდის, ვიტალი დარასელიას სახელობის იქნება. გახსნას კრიშტიანუ რონალდუ, ანდრეი შევჩენკო და კახა კალაძე ესწრებოდნენ.
რომან ფიფია – გაივლის წლები, აქ აღზრდილი ბავშვები დინამო თბილისსა და ქართულ ფეხბურთს სახელს გაუთქვამენ. ამაში ეჭვიც არ მეპარება. ჩვენს სტუმრებს მადლობა მინდა გადავუხადო. დიდი მადლობა ყველას აქ მობრძანებისთვის.
კრიშტიანუ რონალდუ – უპირველეს ყოვლისა ყველას მოგესალმებით. მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტს, ბატონ რომან ფიფიას მოწვევისთვის ასეთი გულთბილი შეხვედრისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიმყოფები ასეთი დიდი საფეხბურთო ტრადიციების მქონე კლუბში როგორიც დინამო თბილისია.
დღეს მნიშვნელოვანი დღეა დინამო თბილისისთვის. ოფიციალურად იხსნება კლუბის საფეხბურთო აკადემია, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესოა და ღირსეულად ატარებს დიდი ქართველო ფეხბურთელის ლეგენდარული ვიტალი დარასელიას სახელს.
დარწმუნებული ვარ აქ გაიზრდება ისეთი თაობები, რომლებიც ამ მშვენიერ აკადემიას შეეფერება და რომელსაც დინამო თბილისის ტრადიციები იმსახურებს.
დიდი მადლობა
ანდრეი შევჩენკო – დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბატონი რომან ფიფია არის ის ადამიანი, რომელმაც სიტყვა საქმედ აქცია. რომან ფიფია დინამოსა და ქართული ფეხბურთის აღორძინების საქმეს ემსახურება.
კახა კალაძე – მნიშვნელოვანი დღეა ქართული ფეხბურთის ისტორიაში. ყველა კარგად ხედავს თუ რაოდენ დიდი საქმე კეთდება დინამოში. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ რომან ფიფიას. ახალგაზრდა თაობას შესანიშნავი პირობები აქვს საკუთარი საფეხბურთო ნიჭის განვითარებისთის.