• Geo
  • Eng
06.07.2013
დინამო თბილისისა და დინამო მოსკოვის შეხვედრას ლაშა სილაგავა განსჯის

დინამო არენაზე 7 ივლისს გასამართ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას, რომელშიც ერთმანეთის წინააღმდეგ დინამო თბილისი და დინამო მოსკოვი წარსდგებიან, FIFA–ს კატეგრიის მსაჯები განსჯიან. მთავარი არბიტრი ლაშა სილაგავა იქნება. მას ზაზა მენთეშაშვილი და ბესიკ ჭიჭინაძე დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი გიორგი ვადაჭკორია შეასრულებს. მატჩის დამკვირვებელი ავთანდილ შალამბერიძე გახლავთ.

 
უკანასკნელი მატჩი, რომელიც ლაშა სილაგავამ იმსაჯა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური შეხვედრა გახლავთ, რომელშიც ჩვენი გუნდი საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდა და მეტოქეს ორბურთიანი სხვაობით – 3:1 სძლია. ფინალურ მატჩში ლაშა სილაგავამ ფეხბურთელები ოთხჯერ (დინამო – 2 / ჩიხურა – 2) გააფრთხილა. დინამოელ უსტარიცს კი 78–ე წუთზე წითელი ბარათი უჩვენა.

 


ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, ლაშა სილაგავას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ლაშა სილაგავა

დაბადების თარიღი: 1976 წლის 27 ივლისი

===========================================

უმაღლესი ლიგა - 97 თამაში / 316 ყვითელი / 13 წითელი / 14 პენალტი

პირველი ლიგა - 7 თამაში / 21 ყვითელი / 0 წითელი / 3 პენალტი

საქართველოს თასი - 18 თამაში / 51 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

საქართველოს სუპერთასი - 1 თამაში / 4 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი - 3 თამაში / 19 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი - 2 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U19.საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 21 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი – 1 მატჩი / 5 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024