• Geo
  • Eng
01.07.2013
შეიძინეთ ბილეთები ინტერნეტით

7 ივლისს, 20:00 საათზე, დინამო არენაზე დინამო თბილისსა და დინამო მოსკოვს შორის საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გაიმართება. ორი დედაქალაქური გუნდის დაპირისპირების ისტორია სათავეს შორეული 1936 წლიდან იღებს, მას შემდეგ ჩვენ გუნდი მოსკოვურ დინამოს 105 ოფიციალურ თამაშში დაუპირისპირდა. 24 წლის შემდეგ, ორი დინამოს შეხვედრას კვლავ დინამო არენა უმასპინძლებს.

 

1 ივლისიდან, შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ელექტრონული ვერსიის შეძენა ინტერნეტის მეშვეობით - www.biletebi.ge-ზე შეგეძლებათ.

 

2 ივლისიდან, ბილეთები სტადიონის სალაროებში გაიყიდება.

 

ბილეთის ფასი: 2 და 4 ლარი.

 

12 წლამდე ბავშვებისთვის შეხვედრაზე დასწრება თავისუფალი იქნება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024