• Geo
  • Eng
01.07.2013
დუშან უჰრინი - დასახული გეგმა სრულად შევასრულეთ

ავსტრიული შეკრება დასრულდა. დინამოელები სამშობლოში ბრუნდებიან და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გააგრძელებენ. ოფიციალურ შეხევდრამდე, ჩვენი გუნდი კიდევ ერთ სპარინგს გამართავს- 7 ივლისს დინამო არენაზე  მოსკოვის დინამოსთან. ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს დასრულებული შეკრების შესახებ დავეკითხეთ.

დუშან უჰრინი -კარგად ორგანიზებული შეკრება გამოვიდა. კარგი ამინდი, სასტუმრო, ახლოს მდებარე ხარისხიანი მოედანი, კვება, ერთი სიტყვით ყველაფერი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ნაყოფიერად ვივარჯიშეთ. მოვემზადეთ ფიზიკურად. ვმუშაობდით ტაქტიკაზე.  4 მძიმე, რთული და საინტერესო მატჩიც გავმართეთ  ძლიერ მეტოქეებთან. 1 მოვიგეთ, 1 ფრედ დავასრულეთ და 2 წავაგეთ. მხოლოდ 1 გოლი გავიტანეთ. გუნდში, ყველა რგოლში მძაფრი კონკურენცია უნდა იყოს, მათ შორის თავდასხმაში და გამომდინარე აქედან ვმუშაობთ შეტევის გაძლიერებაზე. ყველა ფეხბურთელი ძალიან მონდომებით მუშაობდა, მათ შორის ახლებიც. კვირკველია გამოცდილი მთამაშეა და უკვე სრულ მზადყოფნაშია. გრიგალაშვილს და მიქაბერიძეს ცოტა დრო სჭირდებათ, ხურცილავა ფიზიკურად მზადყოფნაშია, მაგრამ ტაქტიკურად უნდა მოუმატოს. კარგად იმუშავეს კაკაბაძემ და გურეშიძემ, რომლებიც პირველ გუნდთან ერთდ პირველად იყვნენ შეკრებაზე. მათ პირველ გუნდთან ერთად მომავალშიც ხშირად ვავარჯიშებთ და გაიზრდებიან. შეიძლება ითქვას, რომ დასახული გეგმა სრულად შევასრულეთ და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადებაც გრძელდება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024