• Geo
  • Eng
21.06.2013
გლადიატორები EUROFAN 2013

დინამოს ოფიციალური ფანკლუბი – გლადიატორების  წევრები ჩვენი კლუბის ხელშეწყობით უკრაინაში მყოფებიან, სადაც ქალაქ ლვოვში ტრადიციული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი EUROFAN 2013 იმართება.

ფესტივალი, რომელშიც წელს 28 გუნდის ფანკლუბი მიიღებს მონაწილეობას 2007 წლიდან იმართება. ტურნირი 20–დან 23 ივნისის ჩათვლით გაიმართება. უკვე ცნობილია ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი ფანკლუბის მეტოქეები. ესენი არიან: სლოვაკეთის ნაკრები, კიშინიოვის ზიმბრუ და მასპინძელი ლვოვის კარპატი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024