• Geo
  • Eng
01.06.2013
კალაძის გაცილება

დინამო არენამ კახი კალაძის გამოსამშვიდობებელ შეხვედრას უმასპინძლა. გამოსათხოვარმა მატჩმა, რომელშიც კალაძის მეგობრებით დაკომპლექტებული გუნდი იტალიური მილანის ვარკსვლავურ შემადგენლობას დაუპირისპირდა, სრული ანშლაგით ჩაიარა. საქართველო ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი – კახი კალაძე ფეხბურთიდან გააცილა. სიმბოლურია, რომ კალაძის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა სწორედ იმ სტადიონზე გაიმართა, სადაც დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა, სადაც მისი კარიერული აღმასვლა დაიწყო. კახი კალაძის პირველი ტიტულები 1995–96 წლების სეზონით თარიღდება, მან დინამო თბილისის შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონის ტიტული და საქართველოს თასი მოიპოვა.

 

კახი კალაძემ დინამო თბილისთან ერთად საქართველოს ჩემპიონობა ზედიზედ ორჯერ აღნიშნა, თასი კი – ერთხელ მოიგო. უკრაინაში გადასვლის შემდეგ, დინამო კიევთან ერთად სამჯერ მოიგო ჩემპიონატი და თასი. იტალიური მილანის შემადგნელობაში ასპარეზობისას ორჯერ გახდა ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის – უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ტრიუმფატორი. მოიგო სკუდეტო, იტალიის თასი და იტალიის სუპერ თასი. უეფას სუპერ თასისა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული, ხუთგზის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი დინამო არენაზე მისულმა მაყურებელმა მხურვალე აპლოდისმენტებით გააცილა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024