• Geo
  • Eng
17.05.2013
ჩვენი მეტოქე – ზესტაფონი

ესტაფონის საფეხბურთო კლუბთან თამაშით დინამოელები საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატს პირველ ადგილზე დაასრულებენ. ჩვენი გუნდი ზესტაფონს დინამო არენაზე უმასპინძლებს, მატჩი 17:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირი ეთერის ხილვა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერითა და ჩვენი ვებ–გვერდის საშუალებით შეგეძლებათ.

 

როვნულ ჩემპიონატში დინამოელები იმერულ კლუბს დღემდე 28–ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში თბილისური კლუბი ზესტაფონს სჯობნის – 14 მოგება, 6 ფრე, 8 მარცხი. ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 35:25–ზე არის. ზესტაფონში გამართული უკანასკნელი მატჩი დინამოსა და ზესტაფონს შორის ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 1:0 დასრულდა.

 

აინტერესო და დაძაბული შეხვედრა ელის გულშემატკივარს. 2012/2013 წლების გათამაშების ჩემპიონი დუშან უჰრინის გაწვრთნილი გუნდი, საქართველოს ჩემპიონატის უკანასკნელ გამარჯვებულთან – ზესტაფონთან კვლავაც მოსაგებად ითამაშებენ. თავის მხრივ იმერელი ფეხბურთელები იოლად არაფერს დათმობენ.

 

ურის გამორჩეული მატჩი დინამო – ზესტაფონი მაყურებელს  ელის. დინამოელებს წინ კიდევ ერთი ოფიციალური მატჩი, საქართველოს თასის ფინალი ელით, ზესტაფონი კი სეზონს ხვალინდელი შეხვედრით დაასრულებს.

 

ღსანიშნავია, რომ ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ზესტაფონელმა ფეხბურთელებმა მხოლოდ ერთი თამაში მოიგეს. ცხრა ჩატარებული შეხვედრა და ხუთი ქულა. კახა კაჭარავას გაწვრთნილმა გუნდმა გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით მეხუთე პოზიცია გაინაღდა.

 

ეროელებთან შეხვედრით დინამოელები უმაღლესი ლიგის მიმდინარე სეზონის დაასულებენ.

 

რი შეხვედრა დინამოსა და ზესტაფონს შორის მიმდინარე სეზონის პირველ ეტაპზე გაიმართა. თბილისში ჩატარებული მატჩი დინამოელების გამარჯვებით – 2:1 დასრულდა, ზესტაფონში კი მასპინძლებმა, ანალოგიური ანგარიშით მოიგეს. უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპზე გამართული პირველი მატჩი დედაქალაქელთა გამარჯვებით დასრულდა.

ებისმიერ შემთხვევაში, ხვალინდელი შეხვედრა გულშემატკივარის ინტერესს იწვევს. ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ დინამოელები საქართველოს ჩემპიონატს ტიტულით უკვე მეთოთმეტედ დაასრულებენ,

 

ნტერესს იწვევს ზესტაფონის შემადგენლობა, თუ როგორი იქნება ჩვენი მომავალი მეტოქის სასტარტო თერთმეტეული ამას მათი მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს. ჩვენი ვარაუდით კი ფეროელები პირველივე წუთებიდან ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს:

 

კვასხვაძე, თედორე გრიგალაშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, კაჭკაჭიშვილი, ორიოლ ლოზანო, აფციაური, ბაბუნაშვილი, იელიჩი, პეტკოვი, დემელი, წინაძღვრიშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024