• Geo
  • Eng
16.05.2013
18 მაისი დინამოს ისტორიაში

შაბათს 18 მაისს თბილისში დინამო არენაზე ჩვენი გუნდი ზესტაფონის ზესტაფონს უმასპინძლებს. საქართველოს XXIV ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრა 17.00 საათზე დაიწყება.

ეროვნულ ასპარეზზე 18 მაისს დინამომ შვიდი შეხვედრა ჩაატარა. ხუთ შემთხვევაში დინამომ იმარჯვა, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა და ერთშიც ჩვენი გუნდი დამარცხდა. ბურთების ბალანსია 18/2. 1993 წელს ჩვენმა გუნდმა წყალტუბოში ადგილობრივი სამგურალი 2-1 დაამარცხა. გოლები ქველაძემ და რევიშვილმა გაიტანეს. ერთი წლის შემდეგ ქუთაისის ტორპედომ აჯობა თბილისელებს მინიმალური ანგარიშით 1-0. 1997 წელს ხომერიკის დუბლით დინამომ ლანჩხუთის გურია 2-0 დაამარცხა. იმავე ანგარიშით იმარჯვეს დინამოელებმა მომდევნო წელს ვიტ ჯორჯიასთან. თავის გამოჩენა მუჯირმა და აშვეთიამ მოახერხეს. 2002 წელს თბილისური დერბი ჩვენი გუნდის გამანადგურებელი გამარჯვებით აღინიშნა. დინამომ მერანი 91- ს ათი უპასუხო გოლი გაუტანა. ბურდულმა და დარასელიამ აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულეს. ბობოხიძემ ორჯერ გამოიჩინა თავი. თითო გოლი კი კარლოსის და გოგობერიშვილის ანგარიშზეა. 2005 წელს ლოკომოტივთან შეხვედრა უგოლო ყაიმით დასრულდა. 2011 წელს დინამომ ლექვთაძის და ტატანაშვილის გოლებით 2-0 აჯობა ვიტ ჯორჯიას.

18 მაისს სსრკ- ს ჩემპიონატში დინამომ ათი შეხვედრა გამართა. შვიდი მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა, ორ შემთხვევაში ფრე დაფიქსირდა და ერთხელაც ჩვენი გუნდი დამარცხდა. ბურთების ბალანსია 17/7. 1938 წელს დინამომ მოსკოვის კრილია სოვეტოვს უმასპინძლა და 5-3 აჯობა მეტოქეს. ჯეჯელავას და ბერძენიშვილის დუბლს, ერთი გოლი სომოვმა მიამატა. მომდევნო წელს თბილისელებმა მოსკოვის ტორპედოს სამი უპასუხო ბურთით მოუგეს. გოლები ხარბედიას (ორი) და პაიჭაძის ანგარიშზეა. შემდეგ წელს დინამომ მოსკოველ სეხნიებს გავაშელის გოლით 1-0 მოუგეს. 1960 წელს კიშინიოვში ადგილობრივ მოლდოვასთან მატჩი უგოლო ყაიმით დასრულდა. 1963 წელს მტკვრისპირელებმა ტაშკენტის პახტაკორს უმასპინძლეს. შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 4-2 დასრულდა. გოლები მეტრეველმა, იამანიძემ, ბარქაიამ და კალოევმა გაიტანეს. 1969 წელს ალმა-ათის კაირათთან შეხვედრა ფრედ 1-1 მორჩა. გოლი გოჩა გავაშელის ანგარიშზეა. 1971 წელს ტაშკენტის პახტაკორმა 1-0 გვაჯობა. 1978 წელს ჩატარებული მატჩი დინამოსა და ბაქოს ნეფთჩის შორის, ჩვენნი გუნდის გამარჯვებით 1-0 დასრულდა. თავის გამოჩენა დავით ყიფიანმა მოახერხა. 1986 და 1987 წლებში თბილისელებმა ერევნის არარატს უმასპინძლეს და ორივე შემთხვევაში ჩვენმა გუნდმა 1-0 იმარჯვა. გოლები გაზაევის და ცაავას ანგარიშზეა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024