• Geo
  • Eng
14.05.2013
დუბლების მორიგი გამარჯვება

დუბლშემადგენლობათა გათამაშების XXXII ტურის შეხვედრა დინამოელებმა საკუთარ მოედანზე, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გამართეს. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი ბათუმის დინამოს დაუპირისპირდა და მეტოქეს 3:1 სძლია.

 

ჩვენმა ფეხბურთელებმა ანგარიში მატჩი 36-ე წუთზე გახსნეს, გოლი ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა გაიტანა. მოედანზე შეცვლაზე შესულმა გია ნიკვაშვილმა დაპირისპირების 54-ე წუთზე  ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. ჩვენი გუნდიდან მესამე გოლი 73-ე წუთზე  ალექსანდრე კვარაცხელიამ გაიტანა. სტუმართა რიგებიდან ერთი გოლი გაიტანა ლაშა მამეიშვილმა.

 

დინამო თბილისი 3:1 დინამო ბათუმი

გოლები: ჭეჭელაშვილი, ნიკვაშვილი, კვარაცხელია - მამეიშვილი

 

დინამო თბ: შერმადინი, კაკაბაძე, თევზაძე (სარიშვილი 19’), დოლიძე, სამხარაძე, ჭეჭელაშვილი, მაჭავარიანი, ლობჟანიძე (ვეკუა 69’), პაპუნაშვილი (ფოცხვერია 46’), მურცხვალაძე (კვარაცხელია 58’), მესხი (ნიკვაშვილი 46’)

 

დინამო ბათ: ტაკიძე, ბაღდავაძე, სიორდია, ივანიაძე (მახარაძე 78’), აშბა, ჩიჩუა, ვარშანიძე, ღლონტი (აფხაზავა 74’), მამეიშვილი, ზოიძე, ხუბუა

გაფრთხილება: კაკაბაძე, სამხარაძე - სიორდია, მამეიშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024