• Geo
  • Eng
04.05.2013
ჯაბა დვალი -100

ჩვენი გუნდის ფორვარდმა ჯაბა დვალმა დღეს თავისი მე-100 გოლი გაიტანა საქართველოს ჩემპიონატში.  ქუთაისის ტორპედოს კარი ჯაბამ დღეს ორჯერ აიღო. შეხვედრაში ანგარიში მე-16 წუთზე დვალის სოლო რეიდის შემდეგ გაიხსნა, როდესაც ჯაბამ დაცვის ხაზი და მეკარე მოატყუა. მე-100 საიუბილეო ბურთის გატანა კი ჯაბამ მატჩის 79-ე წუთზე შეძლო.

ჯაბა დვალი - პირველ რიგში ძალიან სასიხარულოა რომ დინამო კარგა ხნის შესვენების შემდეგ კვლავ ჩემპიონია. ის გულშემატკივარი, რომელიც მთელი სეზონის მანძილზე გვერდში გვედგა გავახარეთ და ერთად ვიზეიმეთ პირველობა. ტორპედო ჩვენი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და მათთან ასეთი შთამბეჭდავი გამარჯვება, ჩვენდა სასიკეთოდ ბევრ რამეზე მეტყველებს. ამ ორი გოლით პირველ რიგში ჩემს გუნდს წარმატებაში დავეხმარე და საქართველოს ჩემპიონატში მეასე გოლიც გავიტანე. ეს გამარჯვება მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს გულშემატკივარს და დინამოს სტაფს, რომლებიც მთელი სეზონის მანძილზე თავს არ ზოგავდნენ წამატებისთვის.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024