უმაღლესი ლიგის XXX ტურის შეხვედრა დინამოელებმა საკუთარ მოედანზე, ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ გამართეს. ქართულ კლასიკოდ წოდებულ შეხვედრაში გამარჯვება ჩვენმა ფეხბურთელებმა მოიპოვეს, მეტოქეს ანგარიშით – 4:0 სძლიეს და მორიგი სამი ქულა მოიპოვეს.
დედაქალაქელებმა ანგარიში მატჩის დებიუტშივე გახსნეს. მეთექვსმეტე წუთზე რამდენიმე მეურვის მოტყუების შემდეგ ანგარიში ჯაბა დვალმა გახსნა – 1:0. დინამოელებმა უპირატესობა 40–ე წუთზე გაიმყარეს, მიკელ ალვაროს დარტყმული ბურთი მეტოქის კარის ბადეში გაეხვა. მატჩის 79–ე წუთზე ჯაბა დვალმა დუბლი შეასრულა, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თავისი 100–ე გოლი გაიტანა – დინამო 3:0 ტორპედო. მატჩის საფინალო შედეგი 86–ე წუთზე პეტერ გრაიციარმა დააფიქსირა – 4:0.
ამ მოგების შემდეგ დინამოელები მეტოქე გუნდებისთვის მიუწვდომელი და გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. ხუთი წლის შემდეგ ქვეყნის ჩემპიონის ტიტული დინამო მეთოთხმეტედ მოიპოვა.
დინამო თბილისი 4:0 ტორპედო ქუთაისი
გოლები:
1:0 ჯაბა დვალი 16’
2:0 მიკელ ალვარო 40’
3:0 დვალი 79’
4:0 გრაიციარი 86’
დინამო: ლორია, გველესიანი (ხიზანეიშვილი 88’), ძარია, გლიშიჩი, ხმალაძე (პაპავა 82’), კვარაცხელია, სეთურიძე, მერებაშვილი, ალვარო (კოტო 85’), დვალი, გრაიციარი
ტორპედო: მიგინეიშვილი, ჭელიძე, რიგვავა, გურული, დათუნაიშვილი (ფანცულაია 46’), კუხიანიძე (ფირცხალავა 61’), დოლიძე, გრიგალაშილი, ტუღუში (მარკოზაშვილი 61’), ტაბატაძე, გიგაური
გაფრთხილება: გრიგალაშვილი