• Geo
  • Eng
03.05.2013
შეხვედრა დინამო არენაზე

დინამო თბილისი 4 მაისს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის XXX ტურის შეხვედრას საკუთარ მოედანზე, ქუთაისის ტორპედოსთან გამართავს. დინამოელები ხვალინდელი მატჩის მოგების შემთხვევაში, პრინციპული მეტოქის დამარცხებით, უმაღლესი ლიგის 2012/2013 წლების გათამაშების ტრიუმფატორები გახდებიან. ამ მეტად მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ ჩვენი გუნდის ფეხბურთელები ოფიციალური ფან–კლუბის წევრებს, გლადიატორებს შეხვდნენ.

 

გლადიატორები დინამო არენაზე გამართულ ვარჯიშს დაესწრნენ, ფეხბურთელებს შეძახილებით ამხნევებდნენ და ტრადიციული გვერდშიდგომა აღუთქვეს. ჩვენი გუნდის ჩეხმა მთავარმა მწვრთნელმა, დუშან უჰრინმა გულშემატკივრებს თანადგომისთვისა მადლობა გადაუხადა. დინამოსა კაპიტანმა – გიორგი ლორიამ კი გუნდის სახელით განაცხადა, რომ ხვალინდელი შეხვედრის მოსაგებად თითოეული მათგანი შესაძლებლობების მაქსიმუმს გაიღებს და ჩემპიონობას ერთგულ გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნავენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024