• Geo
  • Eng
01.05.2013
დინამოელები ავჭალის არასრულწლოვანთა დაწესებულობას ესტუმრნენ

დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპეციალური პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად იასახავს არასრულწლოვან – მოზარდი მსჯავრდებულების რესოციალიზაციის ხელშეწყობას, სპორტსმენთა და მოზარდ მსჯავრდებულთა შეხვედრა შედგა.

ავჭალის არასრულწლოვანთა დაწესებულებას სხვა სპორტსმენებთან ერთად დინამოელები – ირაკლი ძარია და გიორგი სეთურიძე სტუმრობდნენ. ფეხბურთელებმა არასრულწლოვნებს საჩუქრად ბურთები და სხვადასხვა სპორტული სუვენირები გადასცეს, დაათვალიერეს  მათი საცხოვრებელი ადგილი, ისაუბრეს სპორტულ თემებზე, ითამაშეს ფეხბურთი და მაგიდის ჩოგბურთი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024