• Geo
  • Eng
01.05.2013
150- ე მატჩის მოლოდინში

მიმდინარე ჩემპიონატის მომდევნო ტურში შაბათს, დინამო თბილისი ტორპედო ქუთაისს უმასპინძლებს. მატჩი დინამო არენაზე გაიმართება და 19.00 საათზე დაიწყება. ქართული დერბი გარდა იმისა, რომ პრინციპული და მნიშვნელოვანია ორივე გუნდისთვის, ასევე იმითაა აღსანიშნავი, რომ გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი მეთოთხმეტედ გახდება საქართველოს ჩემპიონი (თუმცა შესაძლოა დინამო თამაშის დაწყებამდეც გახდეს პირველადგილოსანი). მომავალი შეხვედრა ასევე განსაკუთრებულია ჩვენი გუნდის მეათე ნომრისთვის. იმ შემთხვევაში თუ გიორგი მერებაშვილი რიონისპირელთა წინააღმდეგ იასპარეზებს, მისთვის ეს იქნება საქართველოს ჩემპიონატში 150- ე მატჩი დინამოს ფორმით, ხოლო ორი გოლის გატანის შემთხვევაში საიუბილეო 50- ე გოლი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024