• Geo
  • Eng
22.04.2013
მეტალურგი – დინამოს აბდულა ბასლეჰლო განსჯის

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩს, რომელსაც დინამოელები რუსთავში, ადგილობრივი მეტალურგის წინააღმდეგ გამართავენ, სირიელი მსაჯი, აბდულა ბასლეჰლო განსჯის.

 

სირიელი არბიტრისთვის სადებიუტო მატჩი საქართველოს ჩემპიონატში გასული წლის 13 ნოემბერს, პირველ ლიგაში გამართული სასკო 7:2 მეშახტე იყო.

 

ბოლო შეხვედრა, რომელის აბდულა ბასლეჰლომ განსაჯა უმაღლესი ლიგის მოწინავე ევქსეულში გამართული ზესტაფონი 0:1 დინამო არის. აღნიშნულ მატჩში აბდულა ბასლეჰლომ მასპინძლები ორჯერ გააფრთხილა, ჩვენი ფეხბურთელები ოთხჯერ, ჯამში კი ყვითელი ბარათისჩვენება ექვსჯერ მოუწია.

 

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, აბდულა ბასლეჰლოს მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

 

აბდულა ბასლეჰლო

დაბადების თარიღი: 1976 წლის 8 მარტი

===========================================

უმაღლესი ლიგა - 4 თამაში / 24 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

პირველი ლიგა - 5 თამაში / 19 ყვითელი / 1 წითელი / 4 პენალტი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024