• Geo
  • Eng
21.04.2013
23 აპრილი დინამოს ისტორიაში

დინამოელები მორიგ მატჩს 23 აპრილს, საქართველოს თასის გათამაშებაზე რუსთავში, ადგილობრივი მეტალურგის წინააღმდეგ გამართავენ. გადავხედოთ ჩვენი გუნდის ისტორიას, 23 აპრილს დინამოს 8 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ეროვნულ ჩემპიონატში და სსრკ პირველობაზე 4–4 მატჩი.

საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებული ოთხი მატჩიდან, ოთხივე დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა. დედაქალაქელებმა 1999 წლის 23 აპრილს თბილისში ვიტ ჯორჯიას 3:2 მოუგეს, 2003 წელს ბოლნისის სიონი სტუმრად – 2:1 დაამარცხეს, ახალციხის მესხეთს დინამოს სტადიონზე ოთხბურთიანი სხვაობით აჯობეს – 5:1, ზუგდიდის ბაიას კი მათსავე მოედანზე ერთი ბურთის საპასუხოდ ორი გაუტანეს – 2:1.

 

სსრკ გათამაშებებში დინამოელებმა 23 აპრილს პირველად 1951 წელს ითამაშეს. თბილისში მოსკოვურ ვვს–სთან გამართული მატჩი ფრედ – 3:3 დასრულდა. 1967 წლის 23 აპრილს ჩვენი გუნდი ქუთაისს ესტუმრა და ადგილობრივ ტორპედოსთან საყაიმო ანგარიშით – 1:1 ითამაშა. 1978 წელს ჩვენმა ფეხბურთელებმა თბილისში ტაშკენტის პახტაკორს 4:0 მოუგეს. 1988 წელს თბილისელები ბაქოში, ადგილობრივ ნეფთჩისთან მინიმალური ანგარიშით – 0:1 დამარცხდნენ.

 

საქართველოს ჩემპიონატი

 

23 აპრილი. 1999 წელი

დინამო თბილისი 3:2 ვიტ ჯორჯია

გოლები: ალექსიძე – 2, წიტაიშვილი

 

23 აპრილი. 2003 წელი

სიონი ბოლნისი 1:2 დინამო თბილისი

გოლები:  ბურდული, დარასელია

 

23 აპრილი. 2008 წელო

დინამო თბილისი 5:1 მესხეთი ახალციხე

გოლები: აკირემი – 3, სპასოეიჩი, ვაწაძე

 

23 აპრილი. 2011 წელი

ბაია ზუგდიდი 1:2 დინამო თბილისი

გოლები: კვარაცხელია – 2

 

 

სსრკ გათამაშება

 

23 აპრილი. 1951 წელი

დინამო თბილისი 3:3 ვვს მოსკოვი

გოლები: გაგნიძე – 2, თოდრია

 

23 აპრილი. 1967 წელი

ტორპედო ქუთაისი 1:1 დინამო თბილისი

გოლი: მეტრეველი

 

23 აპრილი. 1979 წელი

დინამო თბილისი 4:0 პახტაკორი ტაშკენტი

გოლები: გუცაევი – 2, მინაშვილი – 2

 

23 აპრილი. 1988 წელი

ნეფთჩი ბაქო 1:0 დინამო თბილისი

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024