• Geo
  • Eng
20.04.2013
ჩისკოს კომენტარი

ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელმაც საფეხბურთო საზოგადოებაში გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია, მინდა განვმარტო.

მთელი მატჩის მანძილზე ჩემს მიმართ, მეტოქე გუნდის მცველების მხრიდან სხვა და სხვა ფორმით ხორციელდებოდა მიზანმიმართული პროვოცირება. მორიგი უხეშობის შემდეგ, შეჯახებისას, ეპიზოდში, როდესაც მეურვის გზიდან ჩამოცილებას ვცდილობდი, მოხდა ინციდენტი, რომელიც არსებულ ვიდეოკადრებში ბევრად უფრო არასასიამოვნო სანახავია ვიდრე რეალურად იყო. თუმცა, ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ამ ეპიზოდში არანაირი მიზანმიმართული განზრახვა არ მქონია. მიუხედავად ამისა ვწუხვარ მომხდარის გამო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024