• Geo
  • Eng
13.09.2011
დინამომ ტიფოზები გაანაწყენა

70-იან წლებში  1977 და 1978 წლებში უეფას თასის გათამაშების პირველივე ეტაპზე, 1/32 ფინალში,  დინამოს იტალიურ კლუბებთან  შეხვედრა მოუწია. 1977 წლის  14 სექტემბერს, დინამოელებმა მილანში სან–სიროზე ინტერნაციონალეს დამარცხება  შესძლეს  1–0. ჯიაჩინტო ფაკეტის  შეცდომით დავით ყიფიანმა ისარგებლა და ორრაუნდიან დაპირისპირებაში ერთადერთი, გადამწყვეტი ბურთის გატანა შესძლო.  ორი კვირის შემდეგ დინამოზე 90 ათასი gულშემატკივრის თვალწინ დინამოელებმა სასურველ ფრეს მიაღწიეს და ლეგენდარული ინტერი უეფას თასის გათამაშებaს პირველივე წრეში გამოთიშეს.ზუსტად ერთი წლის შემდეგ ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთხელ დაამწუხრა იტალიელი ტიფოზების მთელი არმია. 1978 წლის 13 სექტემბერს  ჩვენი უეფას თასის გათამაშებაში ჩაება. დინამო იმ პერიოდში საბჭოთა კავშირის პირველობის მეორე ტიტულს უახლოვდებოდა. ჩვენი გუნდი გათამაSების ერთპიროვნული ლიდერი გახლდათ და მდევარს  5 ქულით  უსწრებდა. დინამოელებმა ყიფიანის და შენგელიას გოლებით მეტოქე თბილისში 2–0 დაამარცხეს და ნეაპოლში განმეორებით შეხვედრაში ფრედ 1–1 ითამაშეს. მატჩის დღეს შვილის დაბადების მოლოდინში ვიტალი დარასელიას უთქვამს, ვაჟის შეძენის შემთხვევაში, მას იმ დინამოელის სახელს დაარქმევდა, რომელიც ნაპოლისთან მატჩში გოლის გატანას შესძლებდა. განგებამ ინება რომ დინამოელთ მხრიდან ბურთი თავად ვიტალიმ გაიტანა და 1978 წლის 27 სექტემბერს ამქვეყნად მოვლენილ პატარასაც მამის სახელი დაარქვეს. დარასელიებმა დიდმა ვიტალიმ უდიდესი, პატარა ვიტალიმ კი თავისი კვალი დატოვეს ჩვენი გუნდის უმდიდრესი ტრადიციebის მქონე ისტორიაში.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024