• Geo
  • Eng
06.04.2013
დინამო 3:0 ჩიხურა

უმაღლესი ლიგის XXVI ტურის მატჩი დინამოელებმა შინ, საჩხერის ჩიხურასთან გამართეს და მეტოქეს დამაჯერებელი ანგარიშით – 3:0 სძლიეს. ჩვენმა ფეხბურთელებმა ანგარიში დაპირისპირების 28–ე წუთზე გახსნეს, კარლეს კოტოს გადაცემის შემდეგ გოლი ჩისკომ გაიტანა. დინამოელებმა მორიგი ბურთი 34–ე წუთზე გაიტანეს. ჩიხურას კარი ლევან ხმალაძემ აიღო. დაპირისპირების საფინალო ანგარიში კი 62–ე წუთზე დაფიქსირდა. დინამოს ესპანელმა ლეგიონერმა, ჩისკომ დუბლი შეასრულა – 3:0.

დინამოელებმა დღევანდელი გამარჯვების შემდეგ ლიდერობა კიდევ უფრო გაიმაყრეს და უახლოეს მდევარს ოთხი ქულით ასწრებენ.

 

დინამო 3:0 ჩიხურა

გოლები: 1:0 ჩისკო 28’

2:0 ხმალაძე 34’

3:0 ჩისკო 62’

 

დინამო: ლორია, ძარია (ალვარო 70'), გლიშიჩი, ხმალაძე, კვარაცხელია, სეთურიძე, კოტო, მერებაშვილი, ჩისკო (დვალი 73'), უსტარიცი, გრაიციარი (პაპავა 85')

 

ჩიხურა: სომხიშვილი, ბერიანიძე, ჭელიძე, ჩიკვაიძე, ლომაშვილი (ქიმაძე 73'), გოცირიძე (ნადირაძე 73'), დეკანოიძე, ჩხეტიანი (დემეტრაშვილი 61'), ძამსაშვილი, კვასხვაძე, კაშია

 

გაფრთხილება: ჩიკვაიძე, კვასხვაძე

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024