• Geo
  • Eng
04.04.2013
6 აპრილი დინამოს ისტორიაში

შაბათს 6 აპრილს დინამო არენაზე გაიმართება ეროვნული პირველობის XXVI ტურის მატჩი. დინამო თბილისი საჩხერის ჩიხურას უმასპინძლებს. პირველი და მესამე ადგილოსანის შეხვედრა თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება.

6 აპრილს საქართველოს ჩემპიონატში დინამომ ორი მატჩი ჩაატარა. 2003 წელს ჩვენი გუნდი ფოთში ადგილობრივ კოლხეთს დაუპირისპირდა და უგოლოდ 0–0 ჩაამთავრა შეხვედრა. 2012 წელს დინამომ რუსთავის მეტალურგს უმასპინძლა და ისევ ფრე. 1–1 დასრულებულ შეხვედრაში გოლი თომაშვილმა გაიტანა.

სსრკ– ს პირველობაზე 6 აპრილს დინამო თბილისმა ოთხი შეხვედრა გამართა. 1957 წელს თბილისელებმა მოსკოველ სეხნიებს უმასპინძლეს. იამანიძის გოლს სტუმრებმა ორით უპასუხეს და დინამო 1–2 დამარცხდა. 1968 და 1977 წლებში ჩვენმა გუნდმა ორი უგოლო მატჩი გამართა. შესაბამისად მოსკოვის სპარტაკთან და ლენინგრადის ზენიტთან. 1986 წელს თბილისელებმა ხარკოვის მეტალისტს უმასპინძლეს. 2–2 დასრულებულ შეხვედრაში გაზაევმა მოახერხა მეტოქის კარის აღება. მეორე გოლი კი პანჩიშინმა საკუთარ კარში გაიტანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024