• Geo
  • Eng
03.04.2013
დინამო vs ჩიხურა – ურთიერთშეხვედრები

შაბათს 6 აპრილს, საქართველოს ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში დინამო თბილისი საკუთარ არენაზე საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდება.

აქამდე ეს გუნდები ეროვნულ ასპარეზზე სულ ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. 2006 წლის 18 ნოემბერს დინამომ ანგარიშით 3–1 აჯობა მეტოქეს. გოლები  ხუციშვილმა, იაშვილმა და თავბერიძემ (საკუთარ კარში) გაიტანეს. მეორე მატჩი 2007 წლის 16 მაისს გაიმართა და ჩვენმა გუნდმა ხუთი უპასუხო ბურთით იმარჯვა. თავის გამოჩენა მოახერხეს: ფეიქრიშვილმა, იაშვილმა, მერებაშვილმა, ხუციშვილმა და გურამ კაშიამ. მესამე შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2012 წლის 26 სექტემბერს საჩხერეში შედგა და უგოლოდ დასრულდა. ბოლოს დინამო თბილისი საჩხერლებს 2 დეკემბერს დინამო არენაზე დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 5–2 იმარჯვა. ჩისკომ აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ–თრიქი შეასრულა. თითო გოლი კი ალვაროს და ჯაბა დვალის ანგარიშზეა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024