• Geo
  • Eng
30.03.2013
მწვრთნელები ტორპედო – დინამოს აფასებენ

ტორპედო 1:1 დინამოს დასრულების შემდეგ, ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

 

დუშან უჰრინი – ჩვენ რთულ თამაშს ველოდით და ასეც აღმოჩნდა. მატჩის დაწყებამდე ვიცოდით, რომ ჩვენმა უახლოესმა მდევარმა იმარჯვა და დღევანდელ დაპირისპირებაში ჩვენში დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ მოგება იყო. თავიდან ჩვენ მეტოქეს კარგად გამოსდიოდა თამაში, თუმცა გაშვებული გოლის შემდეგ სათამაშო უპირატესობა მოვიპოვეთ. პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიშიც გავათანაბრეთ. მეორე ნახევარი კიდევ უფრო აქტიურად დავიწყეთ და რამდენიმე ეპიზოდში გოლის გატანაც შეგვეძლო. ტორპედოსაც ჰქონდა საგოლე მომენტები, თუმცა ჩვენ უფრო რეალური მომენტები გავანიავეთ. მიმაჩნია, რომ მაყურებელმა კარგი ფეხბურთი იხილა.

 

გია გეგუჩაძე – კმაყოფლი ვარ ჩემი ფეხბურთელების გარჯით. საკმაოდ გააზრებული თამაში  აჩვენეს. რა თქმა უდნა გვქონდა შეცდომებიც, მაგრამ გუნდი კარგად იყო მობილიზებული. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, მათი გვერდით ყოფნა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024