• Geo
  • Eng
30.03.2013
ტორპედო 1:1 დინამო

უმაღლესი ლიგის XXV ტურის შეხვედრა დინამოელებმა სტუმრად, ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ გამართეს. ქართულ კლასიკოდ წოდებული მატჩი ტრადიციულად დაძაბულად და უკომპრომისოდ წარიმართა. ტურის ცენტრალური შეხვედრა ფრედ – 1:1 დასრულდა. პირველი ტაიმის 28–ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს, გოლი გიორგი ბერიაშვილმა გაიტანა – 1:0. პირველი ნახევრის მიწურულს, 42–ე წუთზე ჩისკომ წონასწორობის აღდგენა მოახერხა. მეორე ტაიმში საგოლე მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა, დინამოელებს რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ, თუმცა დაპირისპირება საყაიმო ანგარიშით დასრულდა.

 

ტორპედო ქუთაისი 1:1 დინამო თბილისი

გოლები:

1:0 ბერიაშვილი 28’

1:1 ჩისკო 42’

 

ტორპედო: მიგინეიშვილი, ჭელიძე, გურული, კუხიანიძე, დოლიძე (ტუღუში 82’), გრიგალაშვილი (ბოლქვაძე 77’), ბერიაშვილი (ფანცულაია 65’), ტაბატაძე, გიგაური, ონიანი, საბანაძე

 

დინამო: ლორია, ძარია, ხმალაძე (ალვარო 77’), კვარაცხელია, მერებაშვილი (გლიშიჩი 84’), ჩისკო, დვალი (ტატანაშვილი 86’), შაშიაშვილი, მილხრაუმი, უსტარიცი, გრაიციარი

 

გაფრთხილება: უსტარიცი, შაშიაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024