• Geo
  • Eng
12.03.2013
ჩვენი მეტოქე – გურია

ურიაში, საქართველოს დავით ყიფიანის სახელბობის თასის 1/4 ფინალური ეტაპის შეხვედრას ჩვენი გუნდი ხვალ გამართავს. ეროვნული ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი – დინამო თბილისი სტუმრად, პირველი ლიგის მოწინავე საფეხურზე მყოფ ლანჩხუთის გურიას დაუპირისპირდება. მატჩი ევგრაფი შევარდნაძის სახელობის მოედანზე გაიმართება.

 

კანასკნელად დინამოელები ლანჩხუთის გურიას 11 წლის წინ შეხვდვენ. ბოლო დაპირისპირება ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 2:0 დასრულდა. გოლები ალექსანდრე ამისულაშვილმა და ვიტალი დარასელიამ გაიტანეს. ურთიერთშეხვედრებში დინამოელები კოლოსალურ უპირატესობას ფლობენ. ეროვნულ ასპარეზზე გამართული 21 მატჩიდან დინამომ 17 მოიგო, 3 შეხვედრაში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა, ერთი მატჩი კი ჩვენი გუნდის მარცხით დასრულდა. ბურთების შეფარდება დედაქალაქელთა სასარგებლოდ – 66:11 არის.

 

ამდენიმე საინტერესო და მნიშვნელოვანი დეტალი ხვალინდელი მატჩის წინ. ჩვენი მომავალი მეტოქის საამსეზონო მონაგარი ასეთია: ლანჩხუთელმა ფეხბურთელებმა პირველ ლიგაში 18 მატჩი გამართეს. 15 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი. ბურთების შეფარდება 50:12. სა.ართველოს თასის გათამაშების პირველ ეტაპზე გურულებმა წალენჯიხის სქურს შინ და გარეთ ერთნაირი ანგარიშით – 2:0 მოუგეს. ორი მატჩის ჯამში გურიამ მეტოქეს 4:0 სძლია და მომდევნო ეტაპზე ასპარეზობა განაგრძო. 1/8 ფინალში გურია უმაღლეს ლიგელ ზესტაფონს დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა გურიამ მინიმალური ანგარიშით – 0:1 დათმო, საპასუხო თამაშში კი მათ ზესტაფონელთა დამარცხენა მოახერხეს – 3:2. ორი მატჩი ჯამში, სტუმრად მეტი გატანილი გოლის წყალობით გურიამ 1/4 ფინალურ ეტაპზე გამოსვლის უფლება მოიპოვა. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გიგა კვერენჩხილაძეა, რომელმაც მიმდინარე სეზონში 22 ოფიციალურ მატჩში 19 გოლის გატანა მოახერხა.

 

ნტერესს იწვეს ჩვენი მომავალი მეტოქის შემადგენლობა. თუ როგორი იქნება ლანჩხუთელთა სასტარტო თერთმეტეული, ამას მათი მთავარი მწვრთნელი, თეიმურაზ ლორია გადაწყვეტს, ჩვენი ვარაუდით კი გურია შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს:

ძაძამია – თოდუა, ჩუენსუ, მაჩაიძე, გოგიბერიძე – ჩალაძე, ჯანგიძე, კუკულაძე, შალამბერიძე, მაისაშვილი – კვერენჩხილაძე

 

ღსანიშნავია, რომ 11 წლის შემდეგ ლანჩხუთში გურია – დინამო გაიმართება. ჩვენი გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდი დაპირისპირების ტექსტურ რეპორტაჟს 15:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024