• Geo
  • Eng
11.03.2013
გურია VS დინამო – ურთიერთშეხვედრები და თარიღი

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4 ფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი ურთიერთობას პირველი ლიგის A ჯგუფის ლიდერთან, ლანჩხუთის გურიათან გაარკვევს. დინამოელებს ეროვნულ ასპარეზზე ლანჩხუთელთა წინააღმდეგ 21 მატჩი აქვთ გამართული. ურთიერთშეხვედრებში დინამოელები კოლოსალურ უპირატესობას ფლობენ – 17 მოგება, 3 ფრე და ერთი მარცხი. ბურთების შეფარდება 66:11 ჩვენი გუნდის სასარგებლოდაა. დედაქალაქელებმა გურია ექვსბურთიანი სხვაობით მეტოქე ოთხჯერ დაამარცხეს. ჩვენმა გუნდმა სამჯერ 6:0 მოუგო, 1999 წლის 15 მაისს, ეროვნული ჩემპიონატის მეათე გათამაშების XXVII ტურის შეხვედრაში კი მეტოქე 7:1 დაამარცხეს. აღნიშნულ დაპირისპირებაში სამი ბურთი აშვეთიამ გაიტანა, თოთო გოლი კი ჯინჭარაძის, კინკაძის, ალექსიძის და ჩომახიძის ანგარიშზეა.

 

დინამოს მაისურით გურიას კარში ყველაზე მეტი – 9 გოლი შოთა არველაძეს აქვს გატანილი, ლანჩხუთელებს 7 გოლი გაუტანა ლევან ხომერიკმა, 5 კი მიხეილ აშვეთიამ.

 

13 მარტს დინამოელებს ერთადერთში შეხვედრა აქვთ გამართული, 1999 წლელს ჩვენმა გუნდმა რუსთავის გორდა ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა – 2:0. გოლები ლევან მიქაძემ და მიხეილ აშვეთიამ გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024